Робота для біженців з України
გარე პერიმეტრის დასუფთავების თანამშრომელი - ისთ-ფოინთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე პერიმეტრის დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას გარე პერიმეტრის დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** აკონტროლებს ურიკების განლაგებას და მდგომარეობას;
** ალაგებს და ტვირთავს ცელოფნისა და მუყაოს ნარჩენებს;
** ყურადღებას აქცევს ნაგვის ურნის დაცლა გატანას პროცესს;
** მართავს იატაკის მოსარეცხ მანქანას და ასუფთავებს შიდა პერიმეტრს;
** ალაგებს ჰიპერმარკეტის გარშემო ტერიტორიას;
** საჭიროების შემთხვევაში ასრულებს პირადი ხელმძღვანელის სხვა სამსახურეობრივ დავალებებს.

უნარ-ჩვევები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა
** ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო)
** კვება;
** FitPass;
** უფასო ტრანსპორტირება;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ

გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე