დასახელება:
შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
აი ჯი დეველოფმენტი
|
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია", რომლის საკუთრებაშია ქ. თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი "სითი თაუერი" აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #70, "სითი მოლი" საბურთალო / ი. ვეკუას #1, სითი მოლი" გლდანი
სამუშო ფრაფიკი: ყოველი მესამე დღე
დამატებითი ბენეფიტები: ერთჯერადი კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** შენობის შიდა ტერიტორიაზე წესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შენობის გარე პერიმეტრის დაცვა;
** კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.
თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|