Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=600325&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სასტუმრო კრისტალი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "კრისტალ ჰოტელ & სპა" მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში. კრისტალის საკურორტო ზონა აერთიანებს გონდოლებიან და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს, 6 კმ-იან სათხილამურო ტრასას, საციგურაო მოედანს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს, საცურაო აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ტყე-პარკს - სასეირნო ბილიკებითა და მოსასვენებელი ფანჩატურებით.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://hotelcrystal.ge/
ამჟამად ვეძებთ ბუღალტერს შემდეგი პირობებით:

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და პროგრამული აღრიცხვა;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება-აღრიცხვა;
** ზედნადებების პროგრამული ასახვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ბუღალტერიის სამსახურში არსებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება FMG პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას;
** სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სხარტი და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@hotelcrystal.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.

"კრისტალ ჯგუფი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია