დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
Laline
|
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
"ლალინი" გახლავთ პრემიუმ ხარისხის თავის მოვლის საშუალებების ბრენდი ისრაელიდან, რომელსაც მსოფლიოში 180-ზე მეტი მაღაზია აქვს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://laline.ge/
კომპანია "ლალინში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს კონსულტანტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 800-1000 ლარი + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 7 სამუშაო საათი).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თბილისი მოლი (აღმაშენებლის გამზირი მე-16 კმ).
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass.
მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის დროული და ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისათვის ბრენდისა და პროდუქციის წარდგენა;
** მომხმარებლის საჭიროებისა და გემოვნების საფუძველზე კვალიფიციური რჩევის მიცემა პროდუქციის შერჩევისას;
** სალარო ოპერაციების წარმოება (ნაღდი/უნაღდო);
** მაღაზიაში წესრიგის უზრუნველყოფა;
** ფილიალის გახსნა, დახურვა და დღიური საოპერაციო ვალდებულებების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება.
ჩვენი მოთხოვნებია:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (საცალო გაყიდვებში/თავის მოვლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.
თუ გსურს, რომ გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@laline.ge და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|