Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=600297&print=yes&view=jobs
 
სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის #7

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** შემთხვევების რეგულირების მიზნით სადაზღვევო შემთხვევების დადგომის დროს მომხმარებელთან პირველადი კომუნიკაცია;
** მომხმარებლისთვის შესაგროვებელი საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შემთხვევის პირველადი შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ექსპერტის ჩართვის საჭიროებაზე;
** საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ პირველადი ანგარიშის მომზადება და სადაზღვევო შემთხვევების ბექ ოფისისთვის გადაცემა განსახილველად;
** დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება, სადაზღვევო შემთხვევის აქტის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საბანკო ან სადაზღვევო სფეროში, კლიენტებთან ურთიერთობის/მომსახურების მიმართულებით;
** უპირატესად ჩაითვლება სადაზღვევო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

აუცილებელი უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** აქტიური მოსმენის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი
** აზროვნების სისხარტე
** ორგანიზებული და მოწესრიგებული
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
** კეთილგანწყობილი და თავაზიანი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია