დასახელება:
მონაცემთა ბაზის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
სმოტორსი
|
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
კომპანია "S MOTORS"-ი დაარსდა 2001 წელს და ამ დროიდან წარმატებით ახორციელებს ავტო სათადარიგო ნაწილების იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე. მომხმარებელს სთავაზობს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ავტონაწილებს, ავტოსერვისსა და საცხებ-საპოხ მასალებს, გარდა ამისა, კომპანია "S MOTORS"-ი ახორციელებს ავტობუსების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, სპეციალური ტექნიკის, ავტომობილების, მოპედების რეალიზაციას საქართველოში.კომპანია "S MOTORS"-მა 2012 წელს დაიწყო თანამშრომლობა ისეთ ჩინურ წამყვან კომპანიებთან, როგორიცაა Dongfeng, XCMG, Chanway, Schacman, Eougem, Shaolin Bus. "S MOTORS"-ი მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციას და სერვისს
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
პოზიციის დასახელება: მონაცემთა ბაზის ოპერატორი.
მდებარეობა: თბილისი, მ. გახოკიძის 4.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
"S Motors" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ადგილობრივ ბაზარზე შესყიდული პროდუქციის პროგრამა FINA -ში ატვირთვა, დახარისხება, შესაბამის ჯგუფებში ფორმირება.
** ადგილობრივად შესყიდული პროდუქციის (ნებისმიერი კატეგორიის) ინსტრუქციის, (აღწერილობის) დამუშავება, სორტირება პროგრამაში ასახვა, "კროსკოდის" მინიჭება. შემდგომი გასაყიდი ფასების ინდენტიფიცირება/ პროგრამაში ასახვა.
** იმპორტირებული პროდუქციის (წინასწარ ასახული პროგრამაში) ჯგუფებში გადანაწილება, კროსკოდის მინიჭება. სორტირება/ასევე შემდგომი გასაყიდი ფასების ინდენტიფიცირება/ დაფიქსირება.
** შეძენილი და გაყიდული პროდუქციის ყოველთვიური შედარება, ანალიტიკის წარმოება, კვირის ან თვის ჭრილში.
** საცალო გაყიდვების ანალიზის წარმოება მაღაზიების მიხედვით. (თვის ჭრილში)
** პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიღება / დამუშავება / სწრაფად აღმოფხვრა შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებელ პირებთან ერთად;
** პროგრამაში არსებული ნაშთებიდან ე. წ პროდუქციის, დასურათებული კატალოგების ფორმირება მომხმარებლების ან/ ბრენდის მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე)
ქართულად გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა. განსაკუთრებით ექსელის.
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი სახელფასო ანაზღაურებას.
** მზრდად კომპანიას დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "S motors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|