Робота для біженців з України
ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - დაბა ჩაქვი
სამუშაო განაკვეთი - სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის სტრუქტურული ჩამოყალიბება და მართვა;
** კომპლექსში არსებული ბიზნეს ერთეულებისათვის, შესაბამისი პროცედურების შექმნა/დამტკიცება და შესრულების მონიტორინგი ;
** დაქვემდებარებული ბიზნეს ერთეულების ყოველდღიური ოპერაციების მართვა და მონიტორინგი. იდენტიფიცირება ოპერაციული შეფერხებებისა და მათი აღმოფხვრა და პროცესის გაუმჯობესების განხორციელება.
** დასვენებისა და გასართობი სივრცეების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმისა და კონცეფციის შემუშავება.
** ინოვაციური და შემოქმედებითი აქტივობების დანერგვა სივრცეების მოდერნიზაციისა და მიმზიდველობის გასაზრდელად.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ხელმძღვანელობა და მათი სამუშაო პროცესების კოორდინაცია. არსებული თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების გონივრულად გადანაწილება და ახალი და არსებული თანამშრომლების შესაბამისი ადაპტაცია სამუშაო გარემოსთან;
** შესრულებული სამუშაოს შეფასება და კონტროლი, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
** ყველა დაქვემდებარებული ბიზნეს ერთეულისათვის ბიუჯეტის შედგენა ფინანსური დეპარტამენტის ჩართულობით და დამტკიცება; პირდაპირი, სახელფასო და ირიბი ხარჯების დაანგარიშებაში მონაწილეობის მიღება;
** დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი;
** განვითარების მიზნით არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და ახალი პარტნიორების მოძიება
** პარტნიორების კონტრაქტების და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მართვა
** შესყიდვების პროცესში მონაწილეობა, მომწოდებლების მოძიებაში, მოლაპარაკებაში და დაკონტრაქტებაში მონაწილეობის მიღება.
** საინფორმაციო და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, მარკეტინგის სამსახურთან კოორდინაციაში
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა
** სხვა დავალების შესრულება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მისი პოზიციის შინაარსის შესაბამისად.

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** ბიზნესის განვითარების და პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია გამოცდილება საოპერაციო, პროცესების და ორგანიზაციული - სტრუქტურული განვითარების მიმართულებით
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენა (B2)
** აუცილებელია Microsoft Office-ის ძალიან კარგი ცოდნა
** გუნდის მართვის უნარი
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიულ დაზღვევას
** კვებას

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

აპლიკანტის ინფორმირება

მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:
1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" (ტელ: +995 577 208 787).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე