დასახელება:
დირექტორის მოადგილე
|
მომწოდებელი:
ელ+
|
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.
ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ- 18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: კონკურენტული
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მიზნების, ხედვების, სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის გამართული ფუნქციონირებისთვის ამოცანების ჩამოყალიბება და განხორციელება
** კომპანიის შიდა წესების, ინსტრუქციების, პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესრულების პროცესის მონიტორინგში ჩართულობა
** დეპარტამენტების განვითარებისთვის მათივე ჩართულობით, გეგმების შემუშავება
** კომპანიის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ტაქტიკური გეგმების შემუშავებისა და შესრულების პროცესში ჩართულობა
** კომპანიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით, დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ამოცანების დასახვა და შესრულების პროცესის კოორდინაცია
** თანამშრომლებთან რეგულარული შეხვედრების მოწყობა, მიმდინარე პროცესებისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური/საინჟინრო აუცილებელია
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook და სხვა).
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ძლიერი ანალიტიკური უნარები
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა
** დაგეგმვის და პროგნოზირების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დედლაინებთან მუშობის უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** კომუნიკაციის მართვის უნარი
** ფორს-მაჟორულ სიტუაციებში სწრაფად რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება,
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|