Робота для біженців з України
მარაგების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარაგების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
შპს "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის მატრიცის ფორმირება;
** არსებული ასორტიმენტის ანალიზი და ABC -XYZ კატეგორიზაცია;
** MRP სისტემის მართვა - განვითარება;
** შეკვეთების ეფექტურად კეთება;
** პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
** კრიტიკული ვადების მქონე პროდუქციის ეფექტური გადანაწილება;
** პროდუქციის შესყიდვის, ლოგისტიკისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** პროდუქციის ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის კონტროლი;
** აფთიაქის საწყობში პროდუქციის მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა (SKU);
** აფთიაქების მომარაგების გრაფიკების ოპტიმიზაცია;
** დეფიციტის (მოსალოდნელი დეფიციტის) შემთხვევაში ცენტრალური საწყობიდან/სხვა აფთიაქებიდან პროდუქციის გადანაწილება შესაბამის აფთიაქებში;
** არგაყიდვადი პროდუქციის მონიტორინგი და მისი ქსელიდან ამოღების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონზე ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ტექნიკური უნარები და აზროვნება;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 დეკემბერი, 2024 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე