დასახელება:
მოლარე-ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ბუღალტრის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ნაღდი ფულის მიღება/გაცემა სალაროდან
** ნაღდი ფულის გაცემა ანგარიშვალდებულ პირებზე
** სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის კონტროლი
** სალაროს პირველადი საბუთების წარმოება და აღრიცხვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: სასურველია, ფინანსების ან ეკონომიური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ორგანიზებულობა;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** თავაზიანობა და დელიკატურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 13 დეკემბერი.
|
|
|
|