Робота для біженців з України
კაბინეტის მედდა/ექთანი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კაბინეტის მედდა/ექთანი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას კაბინეტის მედდის/ექთნის პოზიციაზე ზუგდიდში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზუგდიდის პოლიკლინიკა
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** საექთნო მანიპულაციების შესრულება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი
** სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/kabinetis-meddaeqtani-zugdidshi/620

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე