Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=600228&print=yes&view=jobs
 
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: პალიტრა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
"პალიტრა ჰოლდინგში" შემავალი შვილობილი კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ჯგუფში დისციპლინის ამაღლება
** კონტრაგენტებიდან მიღებული შეკვეთების შესრულება და მართვა
** საბითუმო და საცალო საწყობის სამუშაო პროცესების გამართვა/კონტროლი
** ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქციის მიღება, მითვლა, ასახვა.
** ე.წ. "დამინუსება"_თან დაკავშირებული პრობლემების მონიტორინგი/გადაჭრა
** ოპტიმიზაციის დავალებების შექმნა -კონტროლი
** ინვენტარიზაციის ჯგუფთან ერთად მარაგების მაქსიმალური კონტროლი
** დაბრუნებების კონტროლი
** სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

მოთხოვნები: აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე და საწყობში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი

პირობები:

** სამუშაო დღეები/ სამუშაო საათები - ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00, შაბათი - 10:30-18:00
** სამუშაო ადგილი - თბილისი, აფრიკის დასახლება, აბელ ენუქიძე 7
** კომპანია ახორციელებს თანამშრომელთა ტრანსპორტირებას
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა/FITPASS

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@logistica.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 593 747 767

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: s.makhatadze@logistica.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია