Робота для біженців з України
მონიტორული ცენტრის ოპერატორი - ყულევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორული ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას მონიტორული ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ტექნიკური განათლება;
** სამუშაო გამოცდილება: 1 წელი, ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და პრობლემების დროულად რეაგირების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** ზეპირი და წერილობითი ინსტრუქციების გაგებისა და შესრულების უნარი;
** კარგი ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ენების ცოდნა: ქართული და რუსული ენების გამართულად ფლობა, ინგლისური (სასურველი).

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ობიექტების, თანამშრომლებისა და ვიზიტორების ქცევის კონტროლი ვიდეოკამერების მეშვეობით;
** მატერიალური ღირებულებების დაკარგვის ან დაზიანების პრევენციის მიზნით მუდმივი დაკვირვების განხორციელება;
** წესრიგის დარღვევის ან სამართალდარღვევის აღმოსაჩენად პირების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება;
** თანამშრომლების მხრიდან შიდა რეგულაციებით განსაზღვრული გარემოსდაცვითი, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი;
** გამოვლენილი შემთხვევების შესახებ კოორდინატორის დროული ინფორმირება და საჭირო მასალის არქივირება;
** კამერების ჩანაწერების ანალიზი და ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
** დარღვევების სისტემატიზაცია, აღწერა და ანალიზი;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზუსტი შესრულება;
** კომპანიის დადგენილი წესების დაცვა, შრომითი ხელშეკრულებითა და სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება.

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ანაზღაურება (განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - კვირაში სამუშაო დროის ხანგრძლივობით არა უმეტეს 48 საათისა. საანგარიშო თვეში კალენდარულ დღეთა რაოდენობის გათვალისწინებით სამუშაო ცვლების რაოდენობა არანაკლებ 14 და არა უმეტეს 17 ცვლა. ერთი ცვლის სამუშაო დრო 8:00 საათიდან 20:00 საათამდე ან 20:00 საათიდან 8:00 საათამდე პერიოდი. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო, რომელიც რეგულირდება კომპანიის შრომის შინაგანაწესით;
** უფასო კვება;
** კორპორაციული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).

ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 29.12.2024

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე