Робота для біженців з України
სამშენებლო ობიექტის ტექნიკური ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ობიექტის ტექნიკური ზედამხედველი
მომწოდებელი: გლობალური ტექნოლოგიები
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
შპს "გლობალური ტექნოლოგიები" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-8 წლიანი გამოცდილება;
** ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური პირობების, სამშენებლო წესების და ნორმების, მშენებლობის ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
** მშენებარე ობიექტების საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების ნორმების და წესების ცოდნა;
** მშენებლობის ხარჯთაღმრიცხველად მუშაობის გამოცდილება;
** CAD პროგრამების საბაზისო ცოდნა (პროექტის წაკითხვის დონეზე);
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით.

მშენებლობის ზედამხედველის სამუშაოს აღწერა:

** საპროექტო დოკუმენტაციის და სამშენებლო ობიექტის შესწავლა;
** კონტრაქტორების მიერ წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა, აღრიცხვა და კორექტირება საჭიროების შემთხვევაში;
** მუდმივი კომუნიკაცია პროექტის არქიტექტორთან, საინჟინრო სისტემების დამპროექტებელთან, კონტრაქტორებთან, პროექტის მენეჯერთან და ყველა პროექტში ჩართულ მხარესთან;
** სამშენებლო ობიექტზე დამკვეთის წარმომადგენლობა და კონტრაქტის პირობების შესაბამისად მოქმედება;
** სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური კონტროლი;
** მშენებლობის გრაფიკის კონტროლი;
** ობიექტის საერთო და ყოველდღიური ჟურნალის წარმოება;
** ყოველდღიური ფოტო-დოკუმენტაციის წარმოება;
** სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ზედამხედველობა საპროექტო დოკუმენტაციის, მეთოდოლოგიის და კანონმდებლობის შესაბამისად;
** სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენა და მათი დროულად გამოსწორების კონტროლი;
** სამუშაოების პროგრესის კონტროლი;
** კონტრაქტორების შრომითი რესურსების რაოდენობის და ხარისხის ანალიზი და შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება, რომელიც ასახავს არსებული რესურსის საკმარისობას გრაფიკით დადგენილ თარიღებში სამუშაოების დასასრულებლად;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** ობიექტზე მოწოდებული მასალების საპროექტო მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
** კონტრაქტორის მიერ განხორციელებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, მათი ფორმა #2-თან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
** შესრულებული სამუშაოების მიღება-დადასტურება;
** დამატებითი (გაუთვალისწინებელი) სამუშაოების წარმოშობის შემთხვევაში, მათი განხორციელებისთვის ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტილებების გამომუშავებაში ჩართულობა და გაუმჯობესებაზე წინადადებების წარდგენა;
** დაგეგმილი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელებისათვის საოპერაციო და ტექნოლოგიური რისკების დადგენა და მათი აცილების ხერხების შემუშავება, აღნიშნული საკითხების რისკის მართვის დოკუმენტში შეტანით;
** პროექტის მსვლელობისას გეგმისგან შესაძლო გადახვევის შესახებ დამკვეთის დროული ინფორმირება, ალტერნატიული გადაწყვეტილების შეთავაზება;
** საშემსრულებლო ნახაზების გადამოწმება, რათა ზუსტად იყოს ასახული სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების დროს განხორციელებული ცვლილებები;
** ფარული სამუშაოების აქტების მოთხოვნა (კონტრაქტორისგან) და გადამოწმება;
** ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება/დადასტურება;
** რისკების დროული იდენტიფიცირება;
** დეფექტური აქტების დროული გაფორმება ან/და მოთხოვნა (კონტრაქტორისგან) და გადამოწმება;
** ქვეკონტრაქტორებისა და კონტრაქტორების მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის წარმოება.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპეტენტურობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვის და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სტრესის მართვის უნარი;
** რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმოების უნარი;
** ხარისხზე ორიენტირებულობა;
** ანგარიშების წერის უნარი;
** კარგი კომუნიკაციური უნარები.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 4500 ლარი

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: globaluriteqnologiebi@gmail.com და სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე