Робота для біженців з України
საგადასახადო აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგადასახადო აუდიტორი
მომწოდებელი: ენთები
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
"ენთები" წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბუღალტრულ კომპანიას, რომელსაც დანერგილი აქვს ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების კონტროლის თანამედროვე მექანიზმები. ჩვენ ყოველდღიურად 600 -ზე მეტ ცნობილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას ვუწევთ მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ants.ge/

"ენთები" აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-დან 19:00 საათამდე.
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** საგადასახადო აუდიტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება შემოსავლების სამსახურის სისტემაში მუშაობის გამოცდილებას)
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია პროგრამა "ბალანსის" ცოდნა)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საგადასახადო კონსულტაციების გაწევა შიდა და გარე პროექტებზე
** საგადასახადო აუდიტის ჩატარება
** პროექტებთან დაკავშირებით სხვადასხვა დავალებების შესრულება

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა (კომპანია ამჟამად სარგებლობს TBC დაზღვევის მომსახურებით)
** სწავლის თანადაფინანსება
** კომფორტული სამუშაო გარემო
** Day off (წელიწადში - 4 დღე)
** კვირაში 1 სამუშაო დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა (მეტრო დელისთან ახლოს)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე: https://hel-ai.com/apply/HGYCOsl

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის (12 თვის მანძილზე) და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე