დასახელება:
ტექნოპარკის ფაბლაბის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბის (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის) სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** გურჯაანის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) მომხმარებლებისათვის მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა პროტოტიპირებისა და ტექნოლოგიური დანადგარების გამოყენების პროცესში;
** გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბში ტრენინგებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და საკონკურსო აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** გურჯაანის ტექნოპარკის მენეჯერის საქმიანობის მხარდაჭერა;
** გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბის აქტივობების პოპულარიზაციაში მონაწილეობის მიღება, პრეზენტაციებისა და სხვა აქტივობების საშუალებით;
** გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბის დანადგარების მოვლა-პატრონობისა და გამოყენების წესების შესწავლა, გათვალისწინება და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა (ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, ა.შ.) და ტექნიკის მართვა;
** ფაბლაბის საწყობის მარაგების მართვა;
** სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და შესაბამის მენეჯერებთან კოორდინაციით, დანადგარების სახარჯი მასალებითა და საჭირო ხელსაწყოებით მომარაგების უზრუნველყოფა;
** ფაბლაბში მოწესრიგებული, უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** ვიზიტები თბილისისა და სხვა რეგიონულ ტექნოპარკებში საჭიროებისამებრ, ადმინისტრაციული და სასწავლო მიზნებისათვის;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
** ინგლისური ენისა და Microsoft Office-ის ცოდნა;
** გრაფიკული ან/და საწარმოო დიზაინის, 2D/3D მოდელირების პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროგრამირებად დაზგა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ელექტრონიკასა და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის, საჯარო პრეზენტაციების მოწყობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ზეპირი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი.
სამუშაო ადგილი: გურჯაანის ტექნოპარკი (გურჯაანი, კოსტავას ქუჩა 63).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2024 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბის სპეციალისტი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|