დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ინსტა
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 02 დეკემბერი
|
"ინსტა" ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 26 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება.
"ინსტას" მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 14 000-მდე დასახელების პროდუქტი. "ინსტა"-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.
"ინსტა"-ს შესყიდვების განყოფილება ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელიც დაიკავებს შესყიდვების მენეჯერის პოზიციას.
ძირითადი მოვალეობები:
** მოლაპარაკებების წარმოება უცხოელ მომწოდებლებთან, როგორც ღირებულების, ასევე მოწოდების ვადებსა და სხვა პირობების დასადგენად, მიღებული ინფორმაციის გადამუშავება/გაანალიზება;
** საერთაშორისო შესყიდვების განხორციელება;
** მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება, შეფასება, ფასების ანალიტიკა;
** შესყიდული პროდუქციის ანგარიშსწორების მართვა;
** შესყიდვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა ლოჯისტიკის სამსახურთან;
** მონაწილეობა მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლში;
** შემოსული შეკვეთების და ნაშთების ანალიზი;
** გადავადებული ფინანსური ვალდებულებების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე;
** იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების MS Office გამართულად ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** 1C პროგრამაში მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის სწრაფად მიღებისა და ანალიზის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
რას გვთავაზობთ?
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კორპორატიულ ნომერს;
** Fitpass;
** ტრენინგებს და პროფესიული ზრდის საშუალებას;
** შვებულებას გამოსაცდელი ვადის შემდეგ.
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@insta.ge
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2024 წლის 2 დეკემბერი
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს https://www.insta.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ინსტა"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ინსტა"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ინსტა"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
შპს "ინსტა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|