დასახელება:
ლიბრე სუპერმარკეტის სინიორ რეგიონული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ნიკორა ტრეიდი
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.
"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.
თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას "ლიბრე სუპერმარკეტის" სინიორ რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** რეგიონული მენეჯერების საქმიანობის სრული კოორდინაცია, დაგეგმვა და კონტროლი;
** რეგიონული მენეჯერებისთვის სავაჭრო ობიექტების გადანაწილება;
** რეგიონული მენეჯერებისთვის სავაჭრო ობიექტებზე ვიზიტების გრაფიკის შედგენა;
** სავაჭრო ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება;
** სავაჭრო ობიექტების მიერ რეალიზაციის გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** რეალიზაციის ხელისშემშლელი ფაქტორების ანალიზი;
** ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნის პროცესში თანამშრომლობა შესაბამის სამსახურებთან;
** პერსონალის ოპტიმალური გადანაწილება სავაჭრო ობიექტებზე;
** სავაჭრო ობიექტების დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შემოწმების შედეგების ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტების აღწერის შედეგებისა და მარაგების ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** რეგიონალურ მენეჯერთან ერთად სავაჭრო ობიექტების მუშაობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან დადგენილი პერიოდულობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რითეილის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პროაქტიულობა და ინიციატივიანობა.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ""ლიბრე სუპერმარკეტის" სინიორ რეგიონული მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|