Робота для біженців з України
სამღებრო და სათუნუქე სერვისის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამღებრო და სათუნუქე სერვისის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ლექსუს თბილისი
გამოქვეყნდა: 23 ნოემბერი / ბოლო ვადა: 23 დეკემბერი
"ლექსუს თბილისი" იაპონური ბრენდის, "ლექსუსის" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. "ლექსუსის" მომსახურება იაპონური სტუმართმოყვარეობის, ომოტენაშის, პრინციპებზეა დაფუძნებული.

ბრენდის ღირებულებები და გულწრფელი მიდგომა სტუმრის მიმართ ქმნის "ლექსუსის" გასაოცარ გამოცდილებას.

ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები ყოველ ნაბიჯზე შეიგრძნობენ ლექსუსის უპირატესობებს, სიმშვიდეს ავტომობილის ფლობისას და სიამოვნებას ყოველ მომენტში.

"ლექსუს თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სამღებრო და სათუნუქე სერვისის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამღებრო-სათუნუქე სერვისში შემოსული ავტომობილების მომსახურების მონიტორინგი, ლექსუსის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების გათვალისწინებით;
** სამღებრო და სათუნუქე სერვისზე ჩაწერილი ავტომობილების პროცესის დაგეგმვა, მართვა და ტექნიკოსებისთვის გაცნობა სამუშაო დღის დასაწყისში;
** შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო ვადების ცოდნა და მომხმარებლისთვის ავტომობილის შეთანხმებულ ვადაში გადაცემაზე ზრუნვა;
** სამღებრო-სათუნუქე სერვისში შემოსული ავტომობილის დროული ტრანსპორტირება სარემონტო ბოქსებს შორს;
** ტექნიკოსების მხრიდან უნიფორმის ტარების, სამუშაო სივრცის/ხელსაწყოების წესრიგის, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი და დროული რეაგირება საჭიროების შემთხვევაში;
** სამღებრო-სათუნუქე სერვისში მიმდინარე პროცესების გაუმჯობესებასთან და დახვეწასთან დაკავშირებით ინიციატივების გაზიარება;
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო ხელსაწყოების და სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში, მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შესყიდვების განხორციელება;
** საავტომობილო სერვისის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მონიტორინგი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი უშუალო და დეპარტამენტის ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საავტომობილო სერვისში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სამღებრო-სათუნუქე სერვისში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომობილის აგებულების და ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა;
** ავტომობილის მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია გუნდთან მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00, შაბათი - 10:00-14:00
ადგილმდებარეობა: დ.აღმაშენებლის ხეივანი 100, დიდი დიღომი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@lexus-tbilisi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე