დასახელება:
ბიზნეს სესხების უფროსი საკრედიტო ექსპერტი
|
მომწოდებელი:
ლიდერ კრედიტი
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400 ზე მეტ თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების უფროსი საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ.თბილისი, ქ. რუსთავი
სამუშაო აღწერილობა:
** ეფექტური გაყიდვების წარმოების გზით საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებული კლიენტების მოძიება, მოზიდვა; პორტფელის ზრდა;
** მომხმარებელთან კვალიფიციური კომუნიკაცია; არსებული საკრედიტო პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და უპირატესობის წარმოჩენა;
** კლიენტების ბიზნესის ანალიზი/შეფასება, საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
** არსებული სასესხო პორტფელის მართვა და ანალიზი;
** პერიოდული ანგარიშგების და რეპორტების წარმოება ხელმძღვანელობისთვის.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ან სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი აღნიშნული მიმართულებით);
** ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად. (საბანკო, საფინანსო ორგანიზაციებში);
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა;
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:
** დახვეწილი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარით;
** აქტიურსა და მოტივირებულს;
** მოლაპარაკების წარმოებისა და ეფექტურად გაყიდვის უნარით;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარით;
** პასუხისმგებლობის გრძნობით;
** ანალიტიკური აზროვნებით;
** გუნდურს;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@leadercredit.ge და სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 10 დეკემბერი.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|