Робота для біженців з України
სუ-შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუ-შეფი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
სასტუმრო "Glarros OldTown"-ის კონცეფცია 2020 წელს შეიქმნა და მისი ბრენდის ქვეშ გახსნილი პირველი ობიექტი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კალაუბანში, კოტე აფხაზის 15 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე. სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის მიხედვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმროს გახსნასა და მის შემდგომ მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარიული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია HSC Group.

Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, ტკბილი ძილი, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ ფასეულობების არასრული ჩამონათვალია, რაც სტუმრებს Glarros OldTown - ში დახვდებათ.

სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკა, ხის პარკეტი და სხვა დიზაინერული გადაწყვეტილებები ხაზს უსვამენ ძველი თბილისის არქიტექტურასა და ავთენტურობას.

სასტუმროში განთავსებულია 78 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალები, როგორიცაა Le Corbusier და ა.შ.
ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი - Gastromania, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს.

Glarros OldTown ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

Managed by HSC Group
www.hscgroup.ge A Good Place to Be

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
LinkedIn - https://www.linkedin.com/company/glarros-oldtown/
Facebook - Glarros OldTown | Tbilisi | Facebook
Website - www.glarros.com
HSCgroup website - www.hscgroup.ge

სასტუმრო "Glarros OldTown" აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** F&B მენეჯერთან და შეფ მზარეულთან ერთად - საუზმის, " ა ლა კარტ"-ის, სადღესასწაულო ღონისძიებებისა და კონფერენციებისათვის მენიუს შედგენა;
** ინვენტარიზაცია - კომპანიის მიერ მოწოდებული ინვენტარის, დანადგარებისა და მოწყობილობების ღწერა;
** სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა თუ მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი, პრობლემის შემთხვევაში ინფორმაციის დროულად მიწოდება მენეჯმენტისთვის;
** F&B მენეჯერთან და შეფ მზარეულთან ერთად ტექნოლოგიური ბარათების შედგენა;
** ფინანსურ სამსახურთან ერთად შესაბამის პროგრამაში რეცეპტების შეყვანა;
** პროდუქტების ნუსხის შედგენა მენიუს ცალკეული კერძების მიხედვით;
** მიღებული ნედლეულის ხარისხისა და შენახვის პირობების მონიტორინგი;
** მარაგების მართვა, კრიტიკული მინიმუმის დადგენა, საჭირო ნედლეულის ნაშთის ყოველდღიური შემოწმება;
** კერძების მომზადების პროცესში, მზარეულების მხრიდან, წინასწარ გაწერილი რეცეპტურის, ტემპერატული, აგრეთვე ჰიგიენური ნორმების დაცვისა და გამოსაყენებელი ნედლეულის ხარისხის კონტროლი
** სამზარეულოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (ჩეკ ლისტები, ჩამოწერის ფორმა, შეკვეთის ფორმა, შიდა ტრანსფერის ფორმა და ა.შ.);
** HACCP -სისტემის დანერგვა (დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერები, გამოყენებული ზეთის კონტროლი და უტილიზაცია, მაცივრების ტემპერატურის კონტროლის ჩანაწერები და ა.შ.);
** ორგანული და სხვა ნარჩენების მართვა;
** სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
** შეფ მზარეულთან ერთად ყოველდღიური მენიუს ანალიზი, სტატისტიკის წარმოება და მასზე დაყრდნობით პერიოდულად მენიუს განახლება;
** ახალი კერძების რეცეპტურის გაწერა და შეფ მზარეულთან ერთად კალკულაციების მომზადება;
** ახალი თანამშრომლის მომზადების პროცესის - ტრენინგების დაგეგმვა და მონიტორინგი;
** თვის შეჯამება - პროდუქტის ინვენტარიზაცია, თითოეული კერძის ფასების ანალიზი - სურსათ-სანოვაგის ამოღება და შემოწმება, შემოსავლისა და დანახარჯების შეჯამება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართული კერძებისა და სამზარეულოს სპეციფიკის ცოდნა.
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** სისუფთავე, მოწესრიგებულობა
** რამდენიმე საკითხზე - პარალელურ რეჟიმში ფოკუსირების უნარი;
** დროის მართვის უნარი
** გუნდის მოტივირების უნარი;

სახელმძღვანელო დოკუმენტაცია:

** კომპანიის შინა განაწესი
** სურსათის უვნებლობის, სისუფთავის და ჰიგიენური სტანდარტები
** კომპანიის შიდა ბრძანებები, ინსტრუქციები, რეგულაციები

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@glarros.com. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სასტუმროს მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კონკურსის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სასტუმროს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: hr@glarros.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე