Робота для біженців з України
პროქტოლოგი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროქტოლოგი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს პროქტოლოგის ვაკანსიას თელავის ფილიალში (თბილისიდან თელავის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს "ავერსის კლინიკა").

სამუშაო ადგილი: ქ.თელავი, ვ.სეხნიაშვილის N3
გრაფიკი: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიკაციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** შესაბამისი სერტიფიკატი;
** პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პროქტოლოგი (თელავი) იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

https://www.aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე