Робота для біженців з України
სასაწყობე მარაგების აღრიცხვის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასაწყობე მარაგების აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: Metta
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
სამშენებლო კომპანია "მეტტა"/"Metta" 2018 წელს შეიქმნა. კომპანიას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.metta.ge

"მეტტა"/"Metta" ეძებს გუნდის ახალ წევრს სასაწყობე მარაგების აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ. 55
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ

ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება.
ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების კარგი შესაძლებლობა, კონკურენტული ანაზღაურება და სარგებლის პაკეტი.

სასაწყობე მარაგების აღრიცხვის ოპერატორის პოზიცია შედის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტში და მისი როლია კომპანიის სრული სასაწყობე მარაგების აღრიცხვა/მონიტორინგი.
სასაწყობე მარაგების აღრიცხვის ოპერატორის პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის საწყობის ოპერატორების მიერ პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროცესის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ, პროგრამაში (Balance) დაფიქსირება;
** სასაწყობე მარაგების, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და მონიტორინგი;
** ყოველკვირეული მარაგების ნაშთების რეპორტინგის წარმოება და აღმოჩენებზე რეაგირება;
** ზედნადების საფუძველზე შემოსავლის ორდერის გაკეთება და საქონლის გადაადგილება;
** ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობა;
** აუდიტორული შემოწმების პროცესში აქტიური ჩართულობა;
** სასაწყობე მარაგების ჩამოწერის პროცესის მონიტორინგი და აღმოჩენილი უზუსტობების პროგრამული გასწორება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების დარგში;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სამშენებლო სექტორში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ბუღალტრულ პროგრამა Balance-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** MS Excel -ის მაღალ დონეზე ფლობა, მათ შორის, კომპლექსური რეპორტების აწყობისა და წარმოების ცოდნა და გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება საგადასახადო კოდექსის ცოდნა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე ატვირთოთ ბმულზე:
https://wkf.ms/4fkcL2w

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე