დასახელება:
ტექნიკური ინჟინერი
|
მომწოდებელი:
ჯეუ გრუპი
|
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
|
"ჯეუ ჰოლდინგი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი. დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს. "ჯეუ ჰოლდინგი"-ის შვილობილი კომპანიებია: "Jeu Group", "Rental and logistics company" და " Just Production". თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ჯეუ ჰოლდინგის" სავიზიტო ბარათია.
შპს "ჯეუ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
ადგილმდებარეობა: თბილისი და აბასთუმანი
ძირითადი მოვალეობები:
** შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა #2) მომზადება, ყველა საჭირო თანმდევი დოკუმენტების მოძიება და თავმოყრა.
** ობიექტზე ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველდღიური რეპორტების თავმოყრა და მოცულობების პროგრამაში ასახვა, პროგრესის დაანგარიშება, რეპორტინგის წარმოება არსებული წესით.
** სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შედგენა პროექტის მენეჯერთან ერთად.
** პროექტის ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვით წარმოდგენილი მოცულობების შედარება და გადაცდომების არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისათვის წარდგენა.
** საპროექტო ცვლილებების დროს საჭირო დოკუმენტების მომზადება და დასამტკიცებლად გადაგზავნა უშუალო ხელმძღვანელთან.
** ობიექტებზე მოხმარებული მასალის ჩამოწერის აქტების წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამშენებლო/საგზაო სფეროში
** სამშენებლო/საინჟინრო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
** საოფისე პროგრამების Word და Excel სამუშაო დონეზე ცოდნა
** სფეროს მარეგულირებელი აქტების და სტანდარტების ცოდნა
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით
** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს
** სწავლის დაფინანსებას
** მეგობრულ და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა არის 2024 წლის 20 ოქტომბერი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@jeuholding.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|