Робота для біженців з України
დამკვირვებელი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამკვირვებელი
მომწოდებელი: მრავალეროვანი საქართველო
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 578723_Multinational_Georgia___Form_7215036.zip
სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია - საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო", "ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (USAID), ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის (NED), ნორვეგიის სამეფოს საელჩოს საქართველოში, ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და ახალი დემოკრატიის ფონდის (NDF) მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებზე დამკვირვებელთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.

ორგანიზაცია დააკვირდება არჩევნებს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.

დამკვირვებლის მოვალეობები: ორგანიზაციის ეგიდით დააკვირდეს უშალოდ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სრულწლოვანი
** ქართული ენის გარდა ასევე ჩამოთვლილი ენებიდან მინიმუმ ერთის ცოდნა: სომხური, აზერბაიჯანული, თურქული ან/და რუსული (მინიმუმ B1 დონეზე);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** აუცილებელი პირობა: ანდროიდის ან/და IOS ბაზაზე მომუშავე სმარტფონის ქონა!

ყურადღება! მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი იყოს არაპარტიული, მიუკერძოებელი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხში და არ წარმოადგენდეს/გამოხატავდეს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებს.

პირობები:

** ორგანიზაცია უზრუნველყოფს დამკვირვებელთა ტრანსპორტირებას, კვებას, საკომუნიკაციო ხარჯებს;
** ასევე, დამკვირვებლისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი (75 აშშ ეკვივალენტი ლარში - დარიცხული) არჩევნების დღეზე დაკვირვებისათვის;
** შერჩეულ დამკვირვებლებს სექტემბერ-ოქტომბერში ჩაუტარდებათ 2-დღიანი ტრენინგი დამკვირვებლის უფლება-მოვალეობების, ქცევის წესებისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შემდეგ ელმისამართზე vacancy@pmmg.org.ge გამოაგზავნოთ:

** თქვენი CV
** შევსებული განაცხადის ფორმა (იხ.დანართში)
** პირადობის მოწმობის ასლი
** საბანკო რეკვიზიტები
** წერილის სათაურში მიუთითეთ: EMP2024

კანდიდატები შეირჩევიან რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის საფუძველზე. PMMG დაუკავშირდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე