Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=584368&print=yes&view=jobs
 
ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გამოცხადებული ტენდერების აღრიცხვა;
** ასორტიმენტის შერჩევა -დამუშავება;
** შეთავაზების, ფასების ცხრილის მომზადება, სპეციფიკაციების გათვალისწინებით;
** მიწოდების ვადების კონტროლი;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
** პროგრამული გაფორმება;

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ოპერატორის მიმართულებით;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა, (excel, word)

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია