Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=584277&print=yes&view=jobs
 
ლიზინგის სერვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლიზინგის სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ლიზინგის სერვის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისის სათავო ოფისი
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით მომხმარებელს მათზე მორგებულ ფინანსურ სერვისებს აწვდის. კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების კუთხით.

კრისტალის ლიზინგის დინამიკური და მზარდი გუნდი, აერთიანებს 20-მდე თანამშრომელს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას რაც ნათლად გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, მეგობრული გარემოს შექმნაში, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** ნებისმიერი ტიპის მინდობილობის მომზადება;
** ნებისმიერი ტიპის წერილის (დავალიანების შესახებ) მომზადება;
** გაფრთხილების/ შეწყვეტის წერილის მომზადება;
** ზარალების მართვა;
** სხვა აქტივთან დაკავშირებული სერვისების (ნომრის შეცვლა, ნომრის აღება და ა.შ);
** ლიზინგის ვალდებულებების ნაწილობრივი ან წინსწრებით დაფარვის დაორგანიზება;
** ლიზინგის ვალდებულების დაფარვის შემდეგ გადაფორმების დაორგანიზება;
** კორესპონდენციის მართვა/ოფის მენეჯერის ფუნქციის შესრულება;
** GPS-ის რეგისტრაცია, კონტროლი, მონიტორინგი, კომუნიკაცია GPS პროვაიდერთან
** აქტივების მენეჯერის და ლიზინგის ადმინისტრატორის შეცვლა;
** ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების ოპტიმიზაციის ინიციირება და ოპტიმიზაციის პროცესში ჩართულობა

საჭირო კვალიფიკაცია, მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება
** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** რუსული და/ან ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა, სასურველია;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Microsoft Office);
** სალიზინგო /საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ემოციების მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2024 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით შეგიძლიათ მოგვაწოდოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ასევე, გთხოვთ, მეილში მიუთითოთ თქვენთვის მისაღები ანაზღაურება ან ანაზღაურების რეინჯი)

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია