Робота для біженців з України
უმცროსი სუ შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი სუ შეფი
მომწოდებელი: რუმს თბილისი
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
"Rooms" სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. "Rooms"-ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

"Rooms Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი სუ შეფის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** დაეხმაროს უშუალო ხელმძღვანელს ყოველდღიურ საქმიანობაში;
** მიიღოს აქტიური მონაწილეობა მენიუსთვის ახალი კერძების შექმნაში;
** ეფექტურად მართოს გუნდი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** ზედამხედველობა გაუწიოს სამზარეულოს გუნდს;
** აწარმოოს საჭირო პროდუქციის ხარჯთაღრიცხვა;
** დანაკარგის შემცირების/პრევენციის მიზნით რეგულარულად გადაამოწმოს ინვენტარი და ყოველთვიურად აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტი;
** უზრუნველყოს ადმინისტრაციული პროცედურების გატარება;
** აქტიურად ჩაერთოს HACCP სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;
** აკონტროლოს მარაგების ოპტიმალური მოხმარება;
** მონაწილეობა მიიღოს ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში.

მსაჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 19 ოქტომბრამდე recruitment.tbilisi@roomshotels.com.

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე