Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=583224&print=yes&view=jobs
 
დასუფთავების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: რუმს თბილისი
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
შპს "რუმს ჰოტელს ლაბი", რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი ობიექტები: Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Tbilisi, Rooms Hotel Kokhta, Rooms Hotel Batumi აცხადებს ვაკანსიას "Rooms Tbilisi"-ს დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად ასუფთავებს ტერიტორიას, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** უზრუნველყოფს ინვენტარის სისუფთავეს;
** მონიტორინგს უწევს წუნდებულ ნივთებს;
** დაკარგული ნივთებს ათავსებს დასუფთავების დეპარტამენტში;
** ავსებს შესაბამის ფორმას ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
** უზრუნველყოფს აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვას;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ატყობინებს ცვლის უფროსს/ზედამხედველს;
** ეცნობა კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესებს და ასრულებს მოვალეობებს ამ პროცედურების გათვალისწინებით.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 19 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.tbilisi@roomshotels.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია