კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კინგსი საქართველო
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
თუ ადამიანებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმართვა შენი მოწოდებაა, გიყვარს როცა სიახლეს უზიარებს სხვებს და არ გეშინია ახალი გამოწვევების; რაც მთავარია, თუ გიყვარს ახალი უნარებს ათვისება და რაღაცის სწავლის გარეშე ჩავლილი დღე დაკარგული გგონია, მაშინ ყურადღებით წაიკითხე ჩვენი ვაკანტური პოზიციის შესახებ და იქნებ შენ იყო ის, ვინც ეს ადგილი უნდა დაიკავოს.

"კინგსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზირი 16ა.
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი, განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა
** შრომისმოყვარეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ლოგიკური აზროვნება,
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე.
** კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე.
** დაინტერესებულ მომხმარებელთან შეხვედრის ორგანიზება/შეხვედრა.

შერჩეული კანდიდატს დაევალება პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება სხვადასხვა ორგანიზაციებთან და არსებულ მეგობარ კომპანიებთან.

დასაქმების მსურველებმა გამოგვიგზავნეთ ნახევარ გვერდიანი წერილი თქვენს შესახებ (რა არის ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ თქვენს შესახებ და რა განსაკუთრებული მიღწევები გაქვთ) და თუ რატომ გსურთ ამ პოზიციაზე დასაქმება.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება გამოგზავნილი წერილის და, შემდეგ, გასაუბრების საფუძველზე. დასაქმებულებს კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი საგანმანათლებლო ტრენინგებით, რომელიც მის პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებს.

დაინტერესების შემთხვევაში წერილი უნდა გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: hr@kings.ge საკონტაქტო ტელეფონის ნომერთან ერთად.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე