ნიკორა
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge
|
დასახელება | მომწოდებელი | გამოქვეყნდა | ბოლო ვადა | ||
---|---|---|---|---|---|
კონსულტანტ-მერჩენდაიზერი - ბათუმი | კორიდა | 22 აპრილი | 22 მაისი | ||
დაფასოების უბნის ჯგუფის უფროსის თანამშრომელი - ფოთი | კორიდა | 22 აპრილი | 22 მაისი | ||
დაფასოების უბნის უფროსის თანამშრომელი - ფოთი | კორიდა | 22 აპრილი | 22 მაისი | ||
გრაფიკული დიზაინერი | ნიკორა | 19 აპრილი | 19 მაისი | ||
ბუღალტერი | ნიკორა | 16 აპრილი | 16 მაისი | ||
დიზაინერი | ნიკორა | 12 აპრილი | 12 მაისი | ||
საწყობის მუშა - ბათუმი | კორიდა | 04 აპრილი | 04 მაისი | ||
თრეიდ მარკეტინგის სპეციალისტი | პარტნიორი | 04 აპრილი | 04 მაისი | ||
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი | პარტნიორი | 01 აპრილი | 01 მაისი | ||
თანამშრომელთა კვების ობიექტის შეფ-მზარეული | ნიკორა | 01 აპრილი | 01 მაისი | ||
დისტრიბუტორი | პარტნიორი | 25 მარტი | 25 აპრილი | ||
ჰორეკას პრისელერი | პარტნიორი | 25 მარტი | 25 აპრილი | ||
მექანიკოსი | მზარეული 1 | 25 მარტი | 25 აპრილი | ||
აუდიტის ასისტენტი | ნიკორა | 25 მარტი | 25 აპრილი |