სპორტული მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპორტული მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი " აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. მაღაზიის მენეჯერი ესაჭიროება ესპანური სპორტული ბრენდის "JOMA"-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის პერსონალი ხელმძღვანელობა;
** მაღაზიის სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესწავლა/განთავსება;
** მომხმარებელთან ურთიერთობა;
** საწყობის მარაგის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** სპორტულ/ტანსაცმლის/ფეხსაცმლის მაღაზიაში მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა Fina-სთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

** სპორტული აღნაგობა;
** გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ემოციური მდგრადობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო საათები: 11:00 - 20:00;
სამუშაო დღეები: კვირაში 5 სამუშაო დღე;
ადგილმდებარეობა: თბილისი მოლი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი: 700 ლარი + ბონუსი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე