კონსულტანტი მწვანილისა და ბოსტნეულის წარმოებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი მწვანილისა და ბოსტნეულის წარმოებაში
მომწოდებელი: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა
გამოქვეყნდა: 22 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ხუთწლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ ქვედარგების განვითარება, რომლებსაც სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი გააჩნიათ. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა გასცემს თანადაფინანსების პრინციპზე დაფუძნებულ გრანტებს და უწევს ტექნიკური დახმარებას მცირე და საშუალო აგრობიზნესებს, რათა უზრუნველყოს მეხილეობა-მებოსტნეობის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვების გამართულად ფუნქციონირება.

კულინარიული ბალახეული (შემდგომში მწვანილი) და მალფუჭებადი ბოსტნეული შეირჩა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ, როგორც მზარდი პოტენციალის მქონე სექტორი, მდგრადი განვითარების და ახალ, ადგილობრივ და უფრო მაღალი ღირებულების მქონე ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით. მწვანილის სექტორში, დივერსიფიცირებული და გაუმჯობესებული წარმოება იქნება ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი მოსავლის მიღებას და ღირებულებათა ჯაჭვის ფარგლებში შესაძლებლობების გაფართოებას, რაც სექტორში არსებული ცოდნის, აღჭურვილობისა და ქსელური ინფრასტრუქტურის საფუძველზე იქნება მიღწეული. მზარდი შესაძლებლობები ისახება ქართული მწვანილის ექსპორტირებისთვის ევროპისა და სპარსეთის ყურის (ყატარის) ბაზრებზე, სადაც ტრადიციულ ბაზრებთან შედარებით, პროდუქციის ღირებულება გაცილებით მაღალია.

მალფუჭებადი ბოსტნეულის სექტორი ასევე ხასიათდება ზრდის მძლავრი პოტენციალით, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრის შესაძლებლობების კუთხით. წარმოების მნიშვნელოვანი ზრდის მისაღწევად, რაც დააკმაყოფილებს მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტებზე მოთხოვნას, და ამავე დროს, ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და ექსპორტის ზრდას, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა გეგმავს გამოავლინოს ნოვატორი მწარმოებლები, რომლებსაც სურთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, და მათი დახმარებით, გაუზიაროს ცოდნა და თანამედროვე მიდგომები მწარმოებელთა ფართო წრეებს. მალფუჭებადი ბოსტნეულის სექტორის ფარგლებში USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის აქტივობები მიმართული იქნება შემდეგ კულტურებზე: პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი და წიწაკა, რომლებიც შეირჩა ღირებულებათა ჯაჭვების ყოვლისმომცველი ანალიზის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა გეგმავს სამუშაოდ მოიწვიოს 2 ადგილობრივი, მოკლევადიანი ტექნიკური კონსულტანტი, რომლებიც კვალიფიციურ დახმარებას გაუწევენ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარებს მწვანილის (სხვადასხვა სახეობის, მათ შორის სალათის) და ბოსტნეულის (როგორიცაა პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი და წიწაკა) დახურულ და ღია გრუნტზე წარმოების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში, რაც მათი მოსავლის გაზრდას და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

პოზიცია: ადგილობრივი კონსულტანტები მწვანილისა და ბოსტნეულის წარმოებაში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარ ფერმერთა (მწვანილის და ბოსტნეულის დახურულ და ღია გრუნტზე მწარმოებლების) უზრუნველყოფა მიზნობრივი კონსულტაციებით, რომლებიც მოიცავს წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს და კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკას;
** საჭიროებისამებრ, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციართა ბაღების/მეურნეობების ადგილზე დათვალიერება;
** ჯგუფური ტრენინგების ჩატარება შერჩეულ ნაკვეთებზე მოწყობილი საველე დღეების ფორმატში, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დემონსტრირების მიზნით;
** მონაწილეობის მიღება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და შესაბამისი პარტნიორი ასოციაციების მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რომლებიც გამიზნული იქნება მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებისათვის;
** მწვანილისა და ბოსტნეულის ბენეფიციარ მწარმოებელთა ეფექტური დახმარების მიზნით, თანამშრომლობა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ დაქირავებულ საერთაშორისო კონსულტანტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი აგრონომიაში;
** შესაბამის სექტორებში მუშაობის მინიმუმ 5 წლის პრაქტიკული გამოცდილება;
** პრაქტიკული სწავლებისა და კონსულტაციების გაწევის დადასტურებული გამოცდილება (კონკრეტული ინფორმაცია მიუთითეთ CV-ში);
** კომუნიკაციის და ანგარიშის მომზადების კარგი უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ხელშეკრულების მოქმედებს პერიოდი: 05/01/2019 წლიდან 12/31/2019 წლამდე პერიოდში, სამუშაო დღეების მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ კონსულტანტზე შეადგენს 45 დღეს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@apgeorgia.org და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "კონსულტანტი მწვანილისა და ბოსტნეულის წარმოებაში"

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2019.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე