Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

 
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" შეიქმნა 2010 წლის 14 იანვარს. კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ურბანული ტიპის დასახლებებისთვის, ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა. კომპანიის სტრუქტურაში შედის სათაო ოფისი, 10 რეგიონული ფილიალი და 57 სერვის ცენტრი. სულ კომპანიაში დასაქმებულია 2 700-მდე თანამშრომელი. აქედან 60% დასაქმებულია ექსპლუატაციის სფეროში, 24% საფინანსო სფეროში, ხოლო 16% ადმინისტრირების სფეროში. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა: წყლის მოპოვება, დამუშავება და მიწოდება აბონენტებისათვის; წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის პროექტირება, მშენებლობა, მონტაჟი, შეკეთება და ექსპლუატაცია; წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ელემენტების წარმოება-შეკეთება.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://water.gov.ge

 
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით
გადაიტანე Facebook-ზე