Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

VIP Intellect Group

 
VIP Intellect Group
"VIP Intellect Group" წარმოადგენს მრავალპროფილიან სასწავლო და საკონსულტაციო ცენტრს. ჩვენი მიზანია ფართო პროფილის მენეჯერთა და სპეციალისტთა მომზადება, მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება სხვადასხვა კომპანიის კადრებისთვის. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ მოთხოვნებს დამსაქმებელი კომპანიებისგან! ჩვენი თითოეული პროგრამა შემუშავებულია ისეთი მიდგომით, რომ მსმენელს რაც შეიძლება მეტი უნარ-ჩვევები გამოვუმუშავოთ, რათა ჩვენთან მიღებული ცოდნის შედეგად ადვილად შეძლონ დამკვიდრდნენ და პრაქტიკულად განახორციელონ საქმის კეთება. ჩვენს მიერ მომზადებულია ასობით ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი! ჩვენი გუნდის გამოცდილება უკვე ათეულ წელს ითვლის. უმეტეს ჩვენს სასწავლო კურსს თან ახლავს სტაჟირება და დასაქმების რეალური პერსპექტივა. ჩვენი კურსდამთავრებულები სხვადასხვა მიმართულებით აგრძელებენ წარმატებით მუშაობას.

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, "VIP Intellect Group"-ის სპეციალისტთა დახმარებით სწორი გზა აირჩიოთ მიზნისკენ. გაითვალისწინეთ - ჩვენი ტრენერები პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები არიან თავიან სფეროში. ჩვენ გამოგვცადა დრომ და ხარისხი არასოდეს დაგვიკარგავს! დასაქმების რეალური შანსი მხოლოდ თქვენს მონდომებაშია!

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.vipintellect.ge
 
გადაიტანე Facebook-ზე