Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

კავკასიის უნივერსიტეტი

 
კავკასიის უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. მისი დევიზია: "Studium Pretium Libertatis" - "ცოდნა თავისუფლების საწინდარია". კავკასიის უნივერსიტეტს მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაცია.

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, სახელმწიფო მართვის, ტურიზმისა და ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლებისგან. უნივერსიტეტში მოქმედებს სადოქტორო, სამაგისტრო, საბაკალავრო, უმაღლესი პროფესიული და სასერთიფიკატო პროგრამები. კავკასიის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.cu.edu.ge
 
გადაიტანე Facebook-ზე