Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

ფილიპ მორის საქართველო

 
ფილიპ მორის საქართველო

ფილიპ მორის ინთერნეიშენალი  მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო თამბაქოს მწარმოებელი კორპორაციაა, რომელიც მიზნად ისახავს, შექმნას თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი. სწორედ ამ მიზნის გარშემო ერთიანდება ფილიპ მორის ინთერნეიშენალის 80 000 თანამშრომლისგან დაკომპლექტებული გუნდი, 180-ზე მეტი ქვეყნიდან. მათ შორისაა ფილიპ მორის საქართველო, რომელიც ფილიპ მორის ინთერნეიშენალის შვილობილი კომპანიაა.

ფილიპ მორის ინთერნეიშენალის მთავარი ღირებულება თითოეული თანამშრომელი და მათი კეთილდღეობაა. ამ მიმართულებით კი ორგანიზაცია არაერთ ინიციატივას ახორციელებს. კომპანიის მიერ შემუშავებული ორგანიზაციული კულტურის შედეგად, 2022 წელს, ფილიპ მორის საქართველო ზედიზედ მეოთხედ დასახელდა საუკეთესო დამსაქმებლად საქართველოში. რაც კომპანიის მიერ გუნდის წევრების მიმართ გამოვლენილი პოლიტიკისა და მათთვის თანამედროვე სამუშაო გარემოს შექმნის წარმატებული მცდელობის აღიარებაა. ფილიპ მორის საქართველოს გუნდი 100-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს ფინანსების, ადმინისტრაციის, გაყიდვების, კომერციული დაგეგმარებისა და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტებში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.pmi.com ან www.pmiscience.com

 
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით
გადაიტანე Facebook-ზე