ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორანტი
მომწოდებელი: PepsiСo
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეორე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2019 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ლაბორანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

რა უნდა გავაკეთო?

** ახორციელებს ნიმუშების აღებას, ამზადებს ნიმუშებს რძეზე და რძის პროდუქტებზე კვლევის საწარმოებლად
** ახორციელებს რძის და რძის პროდუქტების ხარისხის ფიზიკო-ქიმიურ ანალიზს დადგენილი კვლევის მეთოდებისა და ტექნოლოგიურ პროცესებზე არსებული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.
** ატყობინებს ხარისხის ცენტრის ხელმძღვანელს საკონტროლო მაჩვენებლების ნებისმიერ
** გადახრაზე.
** ახორციელებს აღჭურვილობის გასარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების კონცენტრაციის
** კონტროლს.
** ამოწმებს სამუშაოდ გასამზადებელი აღჭურვილობის რეცხვის ხარისხს.
** უზრუნველყოფს ლაბორატორიის ჭურჭლის რეცხვას კვლევების ჩატარების შემდგომ და ამზადებს მას მომდევნო სამუშაოსთვის.
** აწარმოებს დეტალურ ლაბორატორიული ჟურნალს და სხვა დოკუმენტებს რძეზე და რძის პროდუქტებზე, და ხსნარებზე ჩატარებული ანალიზების შედეგების დასარეგისტრირებლად.

რა უნარები და გამოცდილება მჭირდება?

** პროფესიული/უმაღლესი განათლება (რძის ტექნოლოგიის, კვების პროდუქტების წარმოების მიმართულებით)
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება იგივე თანამდებობაზე, სასურველია საწარმოში
** სურსათის უვნებლობის AIB, GMP, HACCP, ISO 22 000 FSSC სტანდარტების ცოდნა
** სასურველია უცხო ენების - რუსულისა და ინგლისურის ცოდნა
** გუნდში მუშაობის უნარი
** თვით-განვითარების, ინიციატივისა და სიახლეებისადმი სწრაფვა

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com არაუგვიანეს 26 აპრილისა და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე