დიასახლისი/დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი/დამლაგებელი
მომწოდებელი: მრჩეველი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში. "მრჩეველი" გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას (http://www.mrcheveli.com)

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალების დიასახლისის/დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 სამუშაო საათი)
სამუშაო საათები: 08:45- 18:00

მოვალეობები:

** ოფისის სისტემატიურად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ოფისის დასუფთავებისათვის საჭირო სამეურნეო საქონლის მარაგების კონტროლი და ხელმძღვანელთან ანგარიშის ჩაბარება;
** ოფისის გამართულად მუშაობის მიზნით შესაბამის განყოფილებებთან ურთიერთობა და შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში შეტყობინების გაგზავნა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა მოვალეობები, რომელიც განისაზღვრება გენერალური დირექტორისა და მენეჯერების მიერ.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
** შრომისმოყვარეობა და პუნქტუალობა;
** თავაზიანობა.

ანაზღაურება: 400 ლარი (ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას გაიცემა დამატებითი ანაზღაურება).

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com არა უგვიანეს 15 მაისისა. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე