კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა ფოსტა
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
შპს "ნოვა ფოსტა" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ექსპრეს გადაზიდვების ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მომხმარებლებზე და ხარისხზე ორიენტირებულ სერვისს. "ნოვა ფოსტა" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

შპს "ნოვა ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე თბილისისა და ბათუმის ფილიალისათვის.

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა (კომუნიკაციის დონეზე);
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
** დისტრიბუციაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** კომერციული წინადადებების პროექტების შემუშავება
** ახალი კლიენტების მოძიება და ბაზის შექმნა
** კლიენტთა ბაზის შესაბამისად მოლაპარაკებების წარმოება
** მიმაგრებული კლიენტთა ბაზის განვითარება და გაზრდა
** კლიენტთა ბაზის რესტრუქტურიზაცია
** გაყიდვების ყოველდღიური ანგარიშების წარმოება
** მონაცემთა ბაზების დამუშავება
** გაყიდვების დადგენილი გეგმების შესრულება
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრეზენტაციის, დარწმუნებისა და კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით (ფ/ს აუცილებელი პირობა) შემდეგ მისამართზე: tamar.tevdorashvili@np-int.com არაუგვიანეს 2019 წლის 25 აპრილისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე