სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: Vendoo.ge
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"Vendoo" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

მთავარი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** გამართული მეტყველება

დამატებითი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქტის ან სერვისის შესახებ კონსულტაციების გაწევა
** შეკვეთის მიღებისა და გაყიდვის პროცესის ბოლომდე მიყვანა
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება გაყიდვების პროცესის დასასრულებლად
** ონლაინ ჩათის მართვა
** უშუალო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** ენერგიულობა და სისხარტე
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** ორგანიზებული და პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ახალგაზრდულ, ამბიციურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
** კარიერული ზრდისა და წინსვლის შესაძლებლობას

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@vendoo.ge (აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი").
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე