მონაცემთა დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა დეველოპერი
მომწოდებელი: Asseco Georgia
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
საერთაშორისო IT კომპანია "ASSECO " ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან შემოვიდა "ასსეკო საქართველოს" სახელით და ლიდერი პოზიცია დაიკავა როგორც პროგრამული გადაწყვეტილებების, ისე IT ინფრასტრუქტურის მიმართულებებით საშუალო და დიდი ორგანიზაციებისთვის.

"ასსეკოს" მასშტაბური და კომპლექსური პროექტების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვს საფინანსო, განათლების, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციისა და სხვა სფეროებში. "ასსეკოს" მონაწილეობით განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო სერვისების ავტომატიზაცია და ელექტრონული მომსახურების დანერგვა.

ამჟამად "ასსეკო" 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ჩვენთან 21 000 - ზე მეტი პროფესიონალია დასაქმებული. ძლიერი გუნდის შექმნა და საინტერესო პროექტების კეთება ასსეკოსათვის არის უმთავრესი მიზანი. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლის პროფესიულ განვითარებაზე, უზრუნველვყოფთ გრძელვადიან სამუშაო სტაბილურობას, ვფიქრობთ თანამშრომლის ჯანმრთელობასა და პირად კომფორტზე, ვუქმნით კარგ სამუშაო ატმოსფეროსა და გუნდურ გარემოს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** T-SQL (Querying Data, Joins, Subqueries, Views, Stored Procedures)
** MS SQL (Clustered/Non-Clustered Indexes, Query Plans)
** ETL Processing Tools (Microsoft: SSIS, MDS)
** Data Modeling (Data Normalization)
** Data Warehouse Concepts (Dimension, Fact, SCD, Star Schema)
** Git version control tool
** C# fundamentals
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბაზის მხარეს
** ინგლისური ენის ცოდნა, ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვის და აღქმის დონეზე
** სასურველია Data Warehouse და ETL პროცესებზე მუშაობის სურვილი და ამ კუთხით განვითარება

მოვალეობები: პროდუქტის არქიტექტურის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება

უნარ-ჩვევები:

** ცოდნის გაზიარება
** კომპლექსური დავალებების პატარა ამოცანებად დაშლის
** გუნდურად მუშაობა

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და ახალი გამოწვევებით აღსავსე სამუშაოს
** კვალიფიცირებულ გუნდთან მუშაობას
** საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას (სხვადასხვა ქვეყნიდან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად)
** მუდმივ განვითარებას
** საბონუსე სისტემას
** სადაზღვევო პაკეტს

თუ გაქვთ სურვილი, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს, მიიღოთ დიდი გამოწვევები და იმუშაოთ საინტერესო ტექნოლოგიურ გარემოში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ან Linkedin პროფილის ლინკი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@asseco.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა ა/წ 30 აპრილის ჩათვლით

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე