სარეზერვო მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარეზერვო მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
სს "ტერაბანკი" თბილისის 24 საათიან სერვისცენტრებში აცხადებს მიღებას სარეზერვო მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე (პოზიცია გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში მუშაობას).

პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა

სამუშაო პირობები:

** სასიამოვნო სამუშო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
** სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ
** სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ:
** ანაზღაურება დარიცხული 500 ლარი ნამუშევარ დღეებზე დაანგარიშებით
** ფიქსირებული დანამატი დარიცხული 25 ლარი თითოეული ღამის მორიგეობის რაოდენობის მიხედვით
** ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების შესაბამისად
** კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდგომ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი
** სამუშაო ლოკაციები: "ღუდუშაურის საავადმყოფო", სასტუმრო "ბილტმორი", სასტუმრო "მერიოტი";

ძირითადი მოვალეობები:

** თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა /კონვერტაცია
** ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
** საოპერაციოს პროდუქტების რეგისტრაცია/მომსახურება
** ფიზიკური პირებისთვის მიმდინარე/უნივერსალური საბარათე ანგარიშების გახსნა
** სალაროს ნაშთის გამოყვანა, ფულის ვალუტების მიხედვით დახარისხება

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან ფინანსებში)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები,
** ყურადღება დეტალების მიმართ
** ორგანიზებულობა

მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 აპრილი, 18:00 სთ.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე