შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: ვისოლ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ფუნქციები:

** შრომის პირობების ინსპექტირება;
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემის შემუშავება/დანერგვა/შესრულების კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და კომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
** OHSAS 18001 სტანდარტის (სამუშაო გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა) შესაბამისი სისტემის დანერგვა/კონტროლი და მასში ცვლილების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
** OHSAS 18001 სტანდარტის და სახელმძღვანელოების/ინსტრუქციების პერიოდული განახლება კანონმდებლობისა და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
** კომპანიის მენეჯმენტის კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე;
** საშიშროებების განსაზღვრა და შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება კომპანიის საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
** აუცილებლობის შემთხვევაში გარე ტრენინგების საჭიროების ინიცირება;
** რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
** შიდა აუდიტის პერიოდული ჩატარების ორგანიზება;
** კომპანიაში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავება და ასევე სხვადასხვა სახის სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თანამშრომლის უსაფრთხოებაზე ტექნიკურ პერსონალთან კოორდინაციაში;
** პირადი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა, და პერიოდული კონტროლი ვარგისიანობაზე;
** კომპანიის შენობა-ნაგებობების უზრუნველყოფა გამაფრთხილებელი ნიშნებით საჭიროებისამებრ;
** პირველადი დახმარების ყუთებით კომპანიის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი საჭირო მედიკამენტებზე და პირველადი დახმარების საშუალებებზე;
** სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება ყოველწლიურად;
** თბილისის და რეგიონის მასშტაბით გეგმიური და წერტილოვანი ვიზიტების განხორციელება და შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სტანდარტების დაცულობის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ტექნიკური მიმართულებით
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ტრენინგების (სასურველია სერტიფიცირებული) გავლას მიენიჭება უპირატესობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ISO 9001:2008 სტანდარტის ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ მისამართზე: wissolcareer@wissol.ge და წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 აპრილი

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე