ტრენინგ კურსი - შრომის სამართლის ძირითადი ასპექტები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგ კურსი - შრომის სამართლის ძირითადი ასპექტები
მომწოდებელი: CRDC
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
ტრენინგ ცენტრი "CRDC" წარმოგიდგენთ ტრენინგ კურსს - შრომის სამართლის ძირითადი ასპექტები

ვისთვისაა ეს კურსი?

აღმასრულებელი მენეჯერებისთვის, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისა და სპეციალისტებისთვის, იურისტებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს იცოდეს საკუთარი უფლებები შრომით ურთიერთობებში.

მოსალოდნელი შედეგები:

კურსის მონაწილეები დაეუფლებიან შრომითი ურთიერთობის დაგეგმვისა და მართვისათვის ყველა საჭირო თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

კონკრეტული შედეგები:

** მონაწილეს ეცოდინება როგორ დაიცვას დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები;
** მსმენელს ექნება გაცნობიერებული ცოდნა შრომითი ურთიერთობის სამართლებრივი ნორმების შესახებ, რაც გულისხმობს შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირებას და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას;
** მსმენელი დაეუფლება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესს, პრინციპებსა და საფუძვლებს;
** მონაწილეს შეეძლება ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

ტრენერი: ნინო ლიპარტია-2005-2012 წლებში წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. 2012 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2013 წლიდან სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოწვეული ლექტორია. სალექციო კურს კითხულობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. 2013 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ტრენერია. 2011 წლიდან არის სადაზღვევო კომპანია "არდის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. 2018 წლიდან არის "ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" გამგეობის თავმჯდომარე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.crd.ge/portfolio-items/%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%93/

I შეხვედრა - 3 სთ:

** შრომის სამართლის არსი;
** შრომის სამართლის ძირითადი პრინციპები;
** შრომითი ურთიერთობის შედარება სხვა ხელშეკრულებებთან;
** შრომითი ურთიერთობის დაწყება; წინასახელშეკრულებო ვალდებულები;
** ხელშეკრულების დადება და არსებითი პირობები;
** პრაქტიკა და case study.

II შეხვედრა - 3 სთ:

** შინაგანაწესის არსი და მნიშვნელობა;
** შრომითი ხელშეკრულების სახეები;
** მხარეთა უფლება-მოვალეობები შრომით ურთიერთობაში;
** შრომითი ურთიერთობის ძირითადი საკითხები (შვებულება, მივლინება, ზეგანაკვეთური ანაზღაურება);
** პრაქტიკა და case study.

III შეხვედრა - 3 სთ:

** შრომითი ურთიერთობის შეჩერება; დასაქმებულის უფლების დაცვა შრომითი ურთიერთობის შეჩერების დროს;
** შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; (შეწყვეტის საფუძვლები);
** დასაქმებული ინფორმირებულობა შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
** პრაქტიკა და case study.

IV შეხვედრა - 3 სთ:

** შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა, როგორც ხელშეკრულების მოშლის საფუძველი;
** შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;
** დირექტორი, როგორც დასაქმებული;
** სამსახურო ხელშეკრულების არსი;
** დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების მოშლა და მისი საფუძვლები;
** პრაქტიკა და case study.
** თითოეულ მონაწილეზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი

კურსის ხანგრძლივობა: 12 სთ;
დასაწყისი - დასასრული: 8 მაისი - 29 მაისი;
შეხვედრების განაწილება: კვირაში ერთხელ, ოთხშაბათი - 19:00-22:00 სთ;
შეხვედრების დღეები: 8, 15, 22, 29 მაისი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნინო ჩხეიძის N 54;
ღირებულება: 290 ლ;
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

ტრენინგზე რეგისტრაციისათვის გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://www.crd.ge/%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%93/

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს:

ტელ.: 598 181 281
contact@crd.ge
https://www.facebook.com/trainingcenterCRDC/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე