ფეხით მოსიარულე კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფეხით მოსიარულე კურიერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
კომპანიას ესაჭიროება ფეხით მოსიარულე კურიერი.

მისაწოდებელი პროდუქცია მოიცავს საათებს, სამაჯურებს და სხვა აქსესუარებს. შეკვეთების მიტანა ხდება როგორც მეტრო სადგურებთან, ასევე მისამართებზე.

სამუშაო გრაფიკი:

მუშაობთ კვირაში 4-5 დღეს.

** 10:00-15:00 (დროის ამ მონაკვეთში შემოსული შეკვეთები უნდა მიიტანოთ).
** 15:00-20:00 (დროის ამ მონაკვეთში შემოსული შეკვეთები უნდა მიიტანოთ)

ანაზღაურება: შეკვეთების მხოლოდ მეტროებთან მიტანა დღეში 10 ლარია + მისამართები გამომუშავებით. (ანაზღაურებაში შესულია მგზავრობის ხარჯები, ამიტომ აუცილებელია გქონდეთ სტუდენტური ან სხვა შეღავათიანი მგზავრობის ბარათი).

ოფისი საიდანაც მოგიწევთ შეკვეთების გატანა მდებარეობს "სადგურის მოედნის" მეტროსთან, დადიანის მხარეს.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უნდა ერკვეოდეთ თბილისის ქუჩებში.
** შეკვეთის მიტანა შეგეძლოთ სწრაფად.
** მომხმარებლებთან საუბრობდეთ თქვენობით.
** ტელეფონზე საუბრობდეთ გამართულად და გარკვევით.

გამოგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: a.akhobadze@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე