საამქროს დამხმარე სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საამქროს დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 22 აპრილი
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას კვების პროდუქტების გადამამუშავებელ საამქროში დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.

"ვესტ ინვესტი" არის გაყინული ხორც-პროდუქტებისა და სხვა ნაწარმის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მთელი ქვეყნის მაშტაბით. მის პორტფელში ერთიანდება ისეთი ბრენდები, როგორიცაა "ბიბილო", "მამალო", "West Fish", "West Meat", "Ukrainian Chicken", "Divnoe" და სხვა.
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების პროცესებში აქტიურად მონაწილეობის მიღება;
** საამქროს მენეჯერის დავალებების შესრულება;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

მოთხოვნები:

** ასაკი 22-50 წლამდე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება წარმოებაში;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

ხელფასი: 500 ლარი
მდებარეობა: თბილისი, გ. ლორთქიფანიძის 13 ა (კაიროს 13ა)

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 22 აპრილი, 2019 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე