სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: სი თი ენ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
ბავშვთა კვების სადისტრიბუციო კომპანია - შპს "სითიენ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მედიცინის მუშაკებთან ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია (კლინიკები, პოლიკლინიკები);
** ყოველდღიური და ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება, რეპორტინგი
** სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები, საპრომოციო აქტივობები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო განათლება)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარი;
** თავდაჯერებულობა;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10.00-18.00
** საგამოცდო პერიოდი: 3-დან 6 თვემდე;
** ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.

საკონტაქტო ელფოსტა: ctngeorgia@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე