გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: რადიო ციტრუსი FM97.3
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
რადიო "ციტრუსი FM97.3" ბათუმში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

თუ ხარ პრეზენტაბელური, იდეებით სავსე, კრეატიული, ფლობ საჭირო საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს, გაქვს გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება, გიყვარს ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, გიყვარს რადიო და გსურს სამსახური, რომელიც საკუთარ თავში ახალ უნარებს აღმოგაჩენინებს, მაშინ 1 მაისამდე გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) მოკლე სამოტივაციო წერილთან ერთად, მისამართზე: citrusfm97.3@gmail.com (გთხოვთ, წერილის ველში მიუთითოთ: "გაყიდვების აგენტი").

სამუშაო ადგილი: ბათუმი, აჭარა.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუს სისტემა

რადიო "ციტრუსი" ბათუმში მალე დაიწყებს მაუწყებლობას და იქნება პირველი ადგილობრივი დამოუკიდებელი რადიოსადგური აჭარაში.

რადიო ციტრუსი სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთის" რადიოსადგურია, რომელიც ასევე ფლობს "რადიო თბილისი FM93.5"-ს , რადიო "ჰერეთი FM102.8"-ს და "Relaxwebradio"-ს.

ჩვენ 20 წელია წარმატებულად ვთავაზობს მსმენელს ობიექტურ ინფორმაციასა და გემოვნებიან მუსიკას, ხოლო სარეკლამო დამკვეთებს - მათ ბიზნესზე მორგებულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე