სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ოლ–პი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
შპს "ALL-P Group" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო  განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
** პროექტის დაწყებამდე შესაბამისი  კალენდარული გრაფიკის მომზადება;
** პროექტის კალენდარული გრაფიკის შესრულების  მონიტორინგი;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი;
** პროექტების "პროგრეს რეპორტის" წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სფეროში მსგავს   პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე  1 წლის გამოცდილება (სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
** უმაღლესი განათლება  (სასურველია სამშენებლო/საინჟინრო ან არქიტექტურის განხრით);
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS office + AutoCAD).

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

შერჩევა მოხდება ყოველდღიურ რეჟიმში. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დროულად გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე